ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბრამდე მისასვლელ საავტომობილო გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს დღეს ადგილზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა დაათვალიერა.
ოქტომბრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 2,4 კმ-იანი მონაკვეთის რაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მლნ 471 ათას ლარით ფინანსდება.
რეაბილიტაცია გზის საფუძვლისა და მასზე ახალი ასფალტ-ბეტონით საფარის მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, დაგეგმილია ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე სისტემების, საგზაო ნიშნების მოწყობა
ამჟამად, ასფალტ-ბეტონის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.