ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ იგი თავისი "რესპუბლიკის" მომავალს ინოვაციური პროექტების განვითარებაში ხედავს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის მომავალზე საუბრისას, კოკოითი აცხადებს, რომ იგი ე.წ. სამხრეთ ოსეთში რამდენიმე ინოვაციური პროექტის დანერგვას გეგმავს და ამას ეკონომიკის წინ წასაწევად და მის გასამყარებლად გააკეთებს.
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის ზომები, რომლებსაც ახლა ჩვენ მივმართავთ წარმატებამდე მიგვიყვანს. მადლობელი ვარ მრავალი ოსის რომლებიც დღეს რუსეთში მუშაობენ და ამ საკითხების გადაწყვეტაში აქტიურად არიან ჩართულნი. ასევე მადლობელი ვარ რუსეთის იმ მოქალაქეების, რომლებიც უკვე დღეს მზად არიან ჩვენ რესპუბლიკაში თავისი ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად ფული ჩადონ", _ აცხადებს ედუარდ კოკოითი და აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი თავის მომავალს სწორედ ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებასთან აკავშირებს.
"ჩვენ დღეს მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მზად ვართ კანონმდებლობის კორექტირება მოვახდინოთ სწორედ ისე, რომ მრავალი ინოვაციური ტექნოლოგია სწორედ ჩვენთან იქნეს რეალიზებული", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა.
ოს სეპარატისტთა ლიდერი ასევე აცხადებს, რომ მრავალი ეს საკითხ ასევე განიხილება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან.
"დღეისათვის სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სხვა და სხვა უწყებებს შორის 30 მდე ხელშეკრულება მზადდება ხელმოსაწერად", _ აცხადებს კოკოითი.