საქართველო კულტურის სფეროში ევროპის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მან სამინისტროს სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
“ჩვენ თებერვლის ბოლოს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან “შემოქმედებითი ევროპის” პროექტთან შეერთებას. ეს არის კონკრეტული პროექტი რაც გულისხმობს რომ ჩვენს ორგანიზაციებს, სიპებს შეუძლიათ შექმნან საინტერესო პროექტები და მიიღონ დაფინანსება. 2020 წლამდე ექვსი წლის ბიუჯეტი თითქმის მილიარდი ევროა, ანუ ამით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო გახდა კულტურის სფეროში ევროპის ნაწილი. გამოდის, რომ ნაწილ-ნაწილ შევდივართ ევროკავშირში და ბოლოს მხოლოდ გაფორმებაღა დაგვრჩება.
კულტურის სამინისტროში შევქმენით კულტურის და მედიის ოფისები, რომელიც პროექტების შემუშავებასა და კოორდინაციაში დაეხმარებიან ადამიანებს, სასწავლო ცენტრი შეიქმნა ასევე, სადაც კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები დაინერგება”,-აღნიშნა მინისტრმა.
მიხეილ გიორგაძე ანგარიშის პრეზენტაციისას ყურადღებას ასევე სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, კულტურის სტრატეგიის გრძელვადიან დოკუმენტზე, ასევე მუცოს, დართლოს ჩაჟაში და ვარძიის რეაბლიტაციის პროექტებზე გამახვილებდა.