ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთი "ფეხზე დგას და უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში ეკონომიკურად დამოუკიდებელი იქნება".
"სამხრეთ ოსეთი დღესაც ძალიან მყარად დგას ფეხზე და მოსახლეობაც სავსეა ოპტიმიზმით. ვფიქრობ, 3-5 წლის განმავლობაში შეგვეძლება გავხდეთ ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენი პროდუქციის რეალიზება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც მოვახდინოთ", _ აცხადებს კოკოითი.
ოს სეპარატისტთა ლიდერი აცხადებს, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დარწმუნებულია თავის ძალებში "და იმაში, რომ იგი შეძლებს რესპუბლიკის აღდგენას, რომელიც საქართველოს აგრესიის შედეგად დაზარალდა".
"მინდა აღვნიშნო, რომ მაქვს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობის სრული მხარდაჭერა და ამ მიმართულებით, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც პრეზიდენტი იღებს, მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერით სარგებლობს", _ აცხადებს კოკოითი.