ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ დღეს აუქციონზე ორი ობიექტი გაყიდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პირობებიან აუციონზე 2 ათას აშშ დოლარად გაიყიდა რუსთაველის გამზირზე, # 22-ში მდებარე შენობა-ნაგებობის II სართულზე არსებული ფართი (233.08 კვ.მ.) და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი. იგი შპს "თბილისის უძრავი ქონებამ~ შეიძინა.
მყიდველი ვალდებულია აღმაშენებლის გამზირზე, # 68-ში მდებარე შენობაში, "საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის~ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, 350 000 აშშ დოლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაო განახორციელოს.
ამასთან, აუქციონზე გაიყიდა ახალციხეში, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 735 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. იგი შპს "დელტა კომმა~ 20 000 აშშ დოლარად იყიდა.
დღევანდელ აუქციონზე გასაყიდად წარდგენილ სხვა ობიექტებზე განაცხადები არ შესულა.