გუდაუთაში აფხაზი ბიზნესმენი, ექსდეპუტატი ზაურ ავიძბა მოკლეს. როგორც სააგენტო "აფსნი პრესი" იტყობინება, ავიძბას გვამი "მერსედესის" მარკის დამწვარ ავტომობილში იპოვეს . გვამს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის რაიონის ე.წ. პროკურატორამ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.
ზაურ ავიძბა 1993 წელს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, 2011-ში კი დეპუტატი გახდა.