ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.7862 ლარის ნიშნულზე გამყარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი - 1 აშშ დოლარი/1.7862 ლარი. დღევანდელი კურსით კი, 1 აშშ დოლარი 1.7940 ლარი ღირდა.
ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც - 1 ევრო ხვალ ოფიციალური კურსით 2.2838 ლარი ეღირება, დღეს კი ეს მაჩვენებელი 2.2943 ლარი იყო.