"ევროპული სახელმწიფოების ვალდებულებებთან დაკავშირებულ პრობლემასა და მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით ინვესტორების შიშის ფონზე, აზიის წამყვანი საფონდო ბაზარი დღეს მნიშვნელოვანი ვარდნით დაიხურა", _ ამის შესახებ სააგენტო "ბლუმბერგი~ იუწყება.
აზიური ვაჭრობა კვირის ბოლო დღეს ევროპულ და ამერიკული ბირჟების კვალდაკვალ ჩამოიშალა. ინვესტორების უკმაყოფილება საბერძნეთს და იმის შიშს უკავშირდება, რომ "ბერძნული ავადმყოფობა~, შესაძლოა, სხვა ევროპულ ქვეყნებსაც ~გადაედოს~.
აზიასა და ავსტრალიაში აზია-წყნარიოკენის ინდექსი MSCI Asia Pacific 1,7 პროცენტით, 117,86 პუნქტზე დაეცა.
იაპონიის საფონდო ვაჭრობა კი, კვირის ბოლოს დიდი ვარდნით დაიხურა, კერძოდ ინდექსი Nikkei 3.10 პროცენტით დაეცა, ხოლო topix 2.61 პროცენტით შემცირდა.
საფონდო ბაზარი სამხრეთ კორეაშიც ვარდნით დაიხურა. Korean Composite Stock Price Index 2,21 პროცენტით, 1647,5 პუნქტამდე შემიცრდა.
ვარდნა დაფიქსირდა ჩინეთისა და სინგაპურის საფონდო ბირჟებზედაც.