მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა.
სააგენტო ~როიტერის~ ინფორმაციით, ნიუ-იორკის ბირჟაზე Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 2.86 აშშ დოლარით შემცირდა და 77.11 აშშ დოლარზე დაფიქსირდა.
ლონდონის ბირჟაზე კი, Brent Crude მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 3.08 აშშ დოლარით დაიკლო და 79.53 აშშ დოლარი შეადგინა.