სოფლის მეურნეობის სექტროში შინა მეურნეობების კვლევას სტატსიტიკის ეროვნული სამსახურის 240-მდე ინტერვიური ახორციელებს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სტატისტიკური მონაცემების მომხმარებლებთან შეხევდრაზე, სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ჭელიძემ განაცხადა.
შეხვედრა მომხმარებლემთან აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, დღეს `საქსტატმა~ სასტუმრო `ამბასადორში~ გამართა.
ზაზა ჭელიძის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა პირველი გაფართოებული შეხვედრაა მომხმარებლებთან.
`შინამეურნეობების შერჩევით კვლევას სტატისტიკის სამსახური დიდი ხანი არ არის რაც ახორციელებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ქვეყნაში ზოგადად სტატისტიკური ინფორმაციის მიმართ ნდობა არც ისე მარალი იყო. ეხლა სამსახური რეფორმირების პროცესშია და ჩვენთვის ძალიან საინტერესოა რამდენად კმაყოფილი არიან ჩვენი მომხმარებლები სტასტიკის სამსახურის მონაცამებით, რას თვლიან ისინი შესაცვლელად~, - განაცხადა ჭეილიძემ.
მისი თქმით, შინამეურნეობების შერჩევითი გამოკვლევა 2007 წლიდან მიმდინარეობს. 240-მდე ინტერვიუერი 5 ათსამდე რესპოდენტის გამოკითხვას აწარმოებს და კვლევა სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე კეთდება. ამასთან, მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილია ინსტერვიუერების საქმინოაბის შესწავლაც.
`ჩვენ უნდა გადავიდეთ მომხრებლელზე ორიენტირებულ საქმინობაზე, ამდენად გავაცნობთ მეთოდოლოგია და მათ შეხევდულებებსაც მოვისმენთ~, - განაცხადა ჭელიძემ.
ამასთან, მისი თქმით, მთლიანად სტატისტიკის სამსახური ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემების გამოყვანის დროს სოფლის მეურნეობის სფეროდან საკმაოდ დიდ კომპონენტის აღება ხდება, ამდენად აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტე ძალიან მნიშვნელოვანია.