გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, გატაცებული მოქალაქეები მწყემსები არიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ ზარდიანთკარის სიახლოვეს დეფაქტო ცხინვალის რეჟიმი საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნას გეგმავს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ დე-ფაქტო რეჟიმის დონეზე ვრცელდება. ადგილობრივი მოსახლეობა ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც ისინი აცხადებენ, სოფელში რამდენიმე პუნქტი არსებობს, საიდანაც ზარდიანთკარში მცხოვრებ ეთნიკურ ოსებს ე.წ. საზღვარზე გადასვლა შეუძლიათ. ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის შემთხვევაში, პუნქტით სარგებლობას მხოლოდ ეთნიკური ოსები შეძლებენ.