ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ბათუმში ტურისტულ გამოფენა " Batumi Expo 2010"-ს გახსნის.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გახსნაში პოლოლიკაშვილი მონაწილეობას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესთან ერთად მიიღებს.
წლევანდელი გამოფენის მთავარი თემები საერთაშორისო (შემოყვანითი), საკრუიზო, რეგიონალური და გამყვანი ტურიზმია.
გამოფენის მსვლელობისას დაგეგმილია კონფერენცია შავი ზღვის ირგვლივ საკრუიზო მარშრუტების აღდგენისა და რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საინვესტიციო გარემოს შექმნის შესახებ.
ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ორგანიზაციების დაჯილდოვება და ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები.
მე-3 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ბათუმში 9 მაისამდე გაგრძელდება.