ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ადმინისტრაციულ საზღვარზე ახალ ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტს გახსნის.
გადაწყვეტილება ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინიციატივით მიიღეს.ე.წ. საკონტროლო პუნქტი სოფელ ზარდიანტკარის სიახლოვეს მდებარე ე.წ. სასაზღვრო სოფელ ხელჩუაში გაიხსნება.
ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის ვალერი ზოზულიას ინფორმაციით, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ პირადად სთხოვა რუს კოლეგებს ახალი გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ.
"სხდომის მონაწილეებმა ასევე, სასაზღვრო ზონის რეორგანიზაციის საკითხი განიხილეს, რაც ამ ზონიდან დასახლებული პუნქტების გამოყვანასა და ზოგიერთ მონაკვეთზე სასაზღვრო ზონის სიშორის შემცირებას გულისხმობს", - წერს სააგენტო
.ე.წ. სასაზღვრო ზონის საკითხს მარიონეტული რეჟიმი ე.წ. მთავრობის მორიგ სხდომაზე განიხილავს.