საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო შეხვედრა გამართა. ცხადაძის შეგირდები გასვლაზე გერმანელებს დაუპირისპირდნენ. ანგარიში შეხვედრის 50-ე წუთზე 11-მეტრიანი დარტყმით ტომას მიულერმა გახსნა, რასაც ზუსტად 2 წუთში ჯაბა კანკავას ბრწყინვალე გოლი მოჰყვა. გადამწყვეტი ბურთი შეხვედრის 79-ე წუთზე მაქს კრუზემ გაიტანა. 10 მატჩი მოპოვებული 9 ქულით საქართველომ შესარჩევი ციკლი ქვეჯგუფში მე-5 ადგილზე დაასრულა.