ხვალ, 7 მაისს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აუქციონი გამიართება. სამინისტრო თბილისში, ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს ყიდის.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე გაიყიდება ჩხეიძის # 8-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და 9 148 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი მთლიანად 4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
როგორც ~ჯი-ეიჩ-ენს~ ეკონომიკის სამინისტროში განუმარტეს, ობიექტი რაიმე კონკრეტული სპეციალური პროფილით არ საქმიანობდა, იგი უბრალოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებაა.