ექსპორტისა და ვაჭრობის განვითარებისთვის, კომპანიების მიერ ბაზრებზე არსებული ვითარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ `ჯი-ეიჩ-ენს~ საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი მატკავამ განუცხადა.
`დღეს გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ ეფექტურად იმუშაო ნებისმიერ ბიზნესში, მათ შორის ვაჭრობაში, იყო ექსპორტიორი ან იმპორტიორი, გქონდეს განახლებული ინფორმაცია იმის შესაებ თუ რომელ ბაზარზე რა ხდება რა ტენდენციებია~, - განაცხადა მატკავამ.
მისი თქმით, ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოთხოვნები და სტანდარტები მკვიდრდება ბაზარზე, როგორი ხელშეწყობის ინტრუმენტებს სთავაზობს საფინანსო სექტორი ვაჭრობის დაფინანსებისთვის.
`ამიტომაც საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის ფარგლებში, სემინარები და შეხვედრები მიმართული იქნება იმისკენ, რომ მეწარმეებს ამ საკითხებთან დაკავშირებით განახლებული და სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ~, - განაცხადა პრეზიდენტმა.