საქართველოში მიმდინარე წლის მარტში 4 321 საწარმო დარეგისტრდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში ეს მაჩვენებელი 5 473-ს შეადგენდა, ხოლო იანვარში საქართველოში 2 965 საწარმო დარეგისტრირდა.
ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მარტში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 2 289 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 23 პროცენტით მეტია.
მიმდინარე წლის თებერვალში დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვამ 1 962 400 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17.7 პროცენტით მეტია.