აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 24-30 აპრილის განმავლობაში, 2,8 მლნ ბარელით გაიზარდა და 360,6 მლნ ბარელს შეადგენს, რაც 2,6 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა კავშირის ინფორმაციით, ბენზინის მარაგები 1,2 მლნ ბარელით, 224,9 მლნ ბარელამდე გაიზარდა, რაც 5,7 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
დისტილატების მარაგების ზრდამ კი, 0,6 მლნ ბარელი შეადგინა და 152,4 მლნ ბარელზე დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2,9 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ შეცვლილა და 726,6 მლნ ბარელს შეადგენს.
24-30 აპრილის განმავლობაში, აშშ-ში ნავთობის მოპოვება დღეში 5,488 მლნ ბარელიდან 5,522 მლნ ბარელამდე გაიზარდა.
ნავთობის მიწოდება კი, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში დღე-ღამეში, 15,146 მლნ ბარელამდე გაიზარდა.
ნავთობის იმპორტის ზრდამ დღეში 9,681 მლნ ბარელი შეადინა და 9,951 მლნ ბარელზე დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები