ოპეკის `კალათის" ფასი შემცირდა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალ მავენებლზე დაფიქსირდა.
საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 5 მაისის მდგომარეობით, ოპეკის "კალათის" ფასი ბარელზე 3,04 აშშ დოლარით შემცირდა და 82,12 აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი, 2010 წლის 19 აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ოპეკის `კალათის" ფასის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს ბარელზე 140.73 აშშ დოლარი შეადგენს, რომელიც 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა.