მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, ნავთობზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა.
საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორტა კავშირის ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე, Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 3,06 აშშ დოლარით დაიკლო და 82,61 აშშ დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკში კი, Light Sweet მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 2.77 აშშ დოლარით შემცირდა და 79,97 აშშ დოლარზე დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები