" ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით უახლოეს პერიოდში სავაჭრო ვებ-პორტალი ამოქმედდება. ამის შესახებ `ჯი-ეიჩ-ენს~ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ პორტალზე ნებისმიერ კომპანიას შეუძლია დარეგისტრირდეს, რომელიც ვაჭრობითააა დაკავებული.
`ეს ხელს შეუწყობს კომპანიებს მარტივად დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები თავიანთ უცხოელ პარტნიორებთან, ეს კი ავტომატურად ზრდის იმის ალბათობას, რომ მათ ბაზრებზე თავის წარმოჩენის მეტი საშუალება ექნებათ~, - განაცხადა მისნისტრმა.
ამასთან, ექსპორტის ხელშეწყობის ძირითად ინსტრუმენტად განიხილება ასევე ექსპორტის საინფორმაციო ცენტრის შექმნა და ე.წ Hep DesK-ის ჩამოყალიბება, რაც ქართველი მწამროებელებისა და უცხოელი მყიდველების კითხვებზე პასუხის გაცემას გულისხმობს.
ამასთან, ერთ-ერთ ინსტრუმენტად მოიაზრება საინფორმაციო სემინარები, ტრენინგი ქართველი მწარმოებლებისთვის, ასევე საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობა და ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენების გამოცემა.