2010 წელს ევროზონის ეკონომიკა პროგნზირებულზე სწრაფად გაიზრდება. ევროზონის ეკონომიკურ პროგნზოზე ევროკომისია აღნიშნავდა, რომ 16 ქვეყნის ზრდამ წელს 0,9 პროცენტი უნდა შეადგინოს. თებერვალში ევროკომისია ევროზონის მშპ-ის ზრდას 0,7 პროცენტით ელოდა.
აღნიშნული მაჩვენებლი მსოფლიო ზრდის შედეგად დაფიქსირდა, რომელმაც იმ პროდუქციის მოთხოვნის სტიმულირება მოახდინა, რომლის ექსპორტიც ევროზონიდან ხორციელდება.
საფინანსო ბაზრები ეჭვობენ, რომ საბერძნეთი ვალის გადახდას და ბიუჯეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებას შეძლებს. ამის გარდა ბაზრები ყურადღებით აკვირდებიან ევროზონის სხვა ქვეყნებსაც, რომელთაც დიდი დავალიანება გააჩნიათ. ასეთ ქვეყნებს განეკუთვნებიან პორტუგალია, ესპანეთი და ირლანდია, სადაც სავალო კრიზისის გავრცელების ნიშნები შეიმჩნევა. თუმცა ევროკომისია ვარაუდობს, რომ სბერძნეთის წარმატებული ფინანსური დახმარება ინვესტორებისა და მომხმარებლების ნდობას გაამყარებს.
ევროზონის ქვეყნების ბიუჯეტის საერთო დეფიციტმა 2010 წელს, შესაძლოა, მშპ-ის 6,6 პროცენტს მიაღწიოს, და არა 6,9 პროცენტს, როგორც ამას ევროკომისია მანამდე ვარაუდობდა.
ექსპერტების აზრით, 2011 წელს ევროზონის დეფიციტი 6,1 პროცენტამდე შემცირდება, ეკონომიკური ზრდა კი 1,5 პროცენტამდე დაჩქარდება.