თბილისში ქართული ღვინის III ეროვნული კონკურსი "საქართველო ღვინის სამშობლო" მიმდინარეობს.
კონფერენცია დღეს გაიხსნა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 34 ღვინის კომპანია მონაწილეობს.
კონკრსზე წარდგენილი ღვინის დეგუსტაცია და შეფასება ჟიურის მიერ "ბრმა მეთოდით" ხდება. ჟიური კი, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ღვინის ცნობილი ექსპერტებითაა დაკომპლექტებული.
გამარჯვებული ღვინოები ოქროს და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან. ოქროს მედლის მფლობელებს სპეციალური პრიზიც გადაეცემათ.
გამარჯვებული ღვინოები ხვალ, სასტუმრო `ქორთიარდ მარიოტში~ დასახელდება და დაჯილდოვდება.