წლიურმა ინფლაციამ საქართველოში, მიმდინარე წლის აპრილში 5.6 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში მარტთან შედარებით, ინფლაციის დონე 0,2 პროცენტზე ფიქსირდება, ხოლო 2009 წლის დეკემბერთან შედარებით - 2,7 პროცენტზე.
წლიური ინფლაცია მიმდინარე წლის მარტში 5.8 პროცენტზე დაფიქსირდა, ხოლო გასული წლის აპრილში 1.8 პროცენტზე.
საქართველოში 2009 წელს ინფლაცია 3 პროცენტზე დაფიქსირდა, ხოლო წელს კი, ინფალციის მიზნობრივი მაჩვენებელი 6 პროცენტს შეადგენს.