საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აჭარის რეგიონში ხალხის დასაქმების სამი წყარო დაასახელა. აჭარაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს დასაქმების პრობლემის მოგვარების გზებზე კითხვა ბათუმში მცხოვრებმა ქალმა დაუსვა.
პრეზიდენტის განცხადებით, ბათუმში უახლესი ორი წლის განმავლობაში მხოლოდ სასტუმრო სექტორში 10 000 ადამიანი დასაქმდება.
`ბათუმში უფრო მეტი სარეთაშორისო დასახელების ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ვიდრე არის ქალაქ მოსკოვში. თუ ვინმეს ალსანი მოენატრა მოსკოვშია. რაღაც მომენტში აბაშიძე უნდა დავაბრუნოთ, გული გასუკდეს რომ დაინახავს ამ ყველაფერს, ეს ხუმრობით~, - იხუმრა პრეზიდენტმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ამასთა, მისი თქმით, 2012 წლის ბოლოს მხოლოდ ტურიზმის სფეროში - კვების ობიექტებზე, გასართობ ცენტრებსა და სხვა ტურისტული დანიშნულების ობიექტებზე - 40 ათასამდე მაცხოვრებელი იქნება დასაქმებული.
`შარშან 600 ათასო ტურისტი ჩამოვიდა, წელს 800 ათასს ველოდებით. 2012 წელს კი, 2 მლნ-მდე ტურისტს მივიღებთ~ , - განაცხადა პრეზიდენტმა.
მეორე წყარო დასაქმებისა, პრეზიდენტის განცხადებით, წარმოების გაზრდაა.
მისი თქმით, აჭარაში უკვე გახისნა საწარმოები, სამკვერვალო ფაბრიკები და დაგეგმილია სხვა პროდუქციის წარმოების განვითარებაც.
დასაქმების მესამე წყაროდ კი, პრეზიდენტმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაასახელა, მაგალიტად ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალი და ასევე ის საგზაო და სარკინგზო პროექტები, რომლის განხორციელებაც უახლოეს წლებში აწარაში იგეგმება.