შესაბამისი ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც მან დღეს ბათუმელებთან შეხვედრისას გაახმოვანა.
"დღევანდელი აჭარის პირობებში, მით უმეტეს, როცა თავისუფალი ინდისტრიული ზონა ფოთში უკვე არსებობს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველაზე კარგად იმუშავებს... აქ შემოვა ძალიან ბევრი ინვესტიცია", - განაცხადა სააკაშვილმა და აქვე, მთავრობას დაავალა, შესაბამის საკითხზე მუშაობა დროულად დაიწყოს.
მისივე განმარტებით, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა თავის დროზე აჭარის ყოფილ მეთაურ ასლან აბაშიძესაც სურდა, თუმცა თავად ამის წინააღმდეგი იყო.
"მაშინ მე ვბლოკავდი ამ საკითხს, რადგან ინდუსტრიული ეკონომიკური ზონა ამ კაცს ეგონა თავისი ოჯახის თარეშის ახალი საშუალება", - განმარტა სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი ფუნქციების გადანაწილებასთან დაკავშირებით აჭარს ავტონომიურ და ცენტრალურ მთავრობას შორის წარმოქმნილ დავასაც გამოეხმაურა და ლევან ვარშალომიძის მოთხოვნები სამართლიანად შეაფასა.
"მაგალითად ხულოელს, არაფერზე არ უნდა სჭირდებოდეს თბილისში ჩამოსვლა", - აღნიშნა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 მაისს, აჭარის რევოლუციიდან 6 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტი სააკაშვილი ბათუმში იმყოფება.