სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე დღეს 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები ოთხმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.00 პროცენტით, მაქსიმალური 6.92 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.42 პროცენტით განისაზღვრა.
დღესვე, ეროვნული ბანკის 7-დღიანN#18 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 120 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი ერთ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. საშუალო შეწონილი განაკვეთი 5 პროცენტით განისაზღვრა.