ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.7940 ლარის ნიშნულზე დაეცა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი - 1 აშშ დოლარი/1.7940 ლარი. დღევანდელი კურსით კი, 1 აშშ დოლარი 1.7699 ლარი ღირდა.
მცირედით დაეცა ლარი ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევროს ოფიციალური ფასი ხვალ 2.2943 ლარი იქნება, დღეს კი ეს მაჩვენებელი 2.2913 ლარს შეადგენდა.