დიდი სამამულო ომის 65-ე წლისთავთან დაკავშირებით სეპარატისტული აფხაზეთი 60-ზე მეტი სამხედრო მემორიალური ობიექტის აღდგენას ახორციელებს. ეს განცხადება დღეს სოხუმში ძმათა სასაფლაოზე დიდ სამამულო ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალის გახსნისას რუსეთის ე.წ. ელჩმა სეპარატისტულ აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა გააკეთა.
მემორიალი გახსნას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში და მისი ე.წ. მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.
"დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალის გახსნა ეს აფხაზი ხალხისათვის ღირსების საქმეა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ სათუთად ვეპყრობით ჩვენს საერთო ისტორიას. მაშინ როდესაც ეს ამ ქვეყანაში იხსნება მემორიალები ეს ერთი მიდგომაა, ხოლო როდესაც მეორე ქვეყანაში ფეთქდება ასეთი მემორიალები რასაც შედეგად ადამიანთა მსხვერპლი მოსდევს _ ეს მეორე", _ განაცხადა გრიგორიევმა და დასძინა, რომ "აფხაზეთში ოდითგანვე იციან მშვიდობის ფასი, რუსეთი კი ყველანაირად ეხმარება აფხაზეთს ამ მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში".
მასალის გამოყენების პირობები