რუსეთის ფედერაცია სეპარატისტულ აფხაზეთში ფინანსური დახმარების პირველ ტრანშს გააგზავნის. თანხა 200 მილიონ რუბლზე ნაკლები არ იქნება. განცხადება ამის შესახებ დღეს რუსეთის ფედერაციის რეგიონების სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილემ რომან პანოვმა გააკეტა.მისი ინფორმაციით, აღნიშნული თანხა აფხაზეთში ინფრასტრუქტურის ახალი ობიექტების აგებას მოხმარდება.
"ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ თანხა უახლოეს კვირებში გადაირიცხება. პირველი ტრანში დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ობიექტია მზად მეტ-ნაკლებად დოკუმენტების მზაობის თვალსაზრისით. პირველადი თანხა 200 მილიონ რუბლზე ნაკლები არ იქნება",_ განაცხადა პანოვმა.
ამას გარდა,მანვე განაცხადა, რომ რუსეთის 2010 წლის ფედერალურ ბიუჯეტში აფხაზეთის სოციალუ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური გეგმის განსახორციელებლად გამოყოფილია 3 მილიარდი რუბლი, რომელიც მოხმარდება გზების მშენებლობას, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწესრიგებას, ენერგეტიკული ობიექტების აგებას და სხვა ობიექტებს.
საერთო ჯამში, პანოვის თქმით, რუსეთი 2010-2012 წლებში აფხაზეთის განვითარებისათვის დაახლოებით 11 მილიარდი რუბლის დახარჯვას აპირებს.