მოსკოვის ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს პრესსამსახურის უფროსის ფილიპ ზოლოტნიცკის ინფორმაციით, მოსკოვში საბიუჯეტო სახსრების მსხვილი დატაცების საქმე გახსნილია.
თანხა მოსკოვის მთავრობის მიერ იყო გამოყოფილი და შენობების კაპიტალურ რემონტსა და გამწვანებას უნდა მოხმარებოდა. ზოლოტნიცკი აცხადებს, რომ საუბარი მილიონობით თანხაზე მიდის.
მისივე თქმით, დადგენილია, რომ დანაშაულის ორგანიზატორი საქართველოს მოქალაქე, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი აბესალომ გულორდავაა.
დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.