აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის განკარგულებით სეპარატისტულ აფხაზეთში რელიგიათაშორისი საბჭო შეიქმნა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, საბჭოში ყველა კონფესიის წარმომადგენელი შევა.
საბჭოს შექმნის ინიციატივით, რუსეთის მუფტიების აფხაზური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რუსლან ენიკმა მიმართა.
ამას გარდა, სერგეი ბაღაფშის მიერ გაცემული მეორე განკარგულებით, ორი წლის განმავლობაში ათვისებული უნდა იქნეს ქალაქ გუდაუთაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ისლამური საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრი "ვასატიია" უნდა აშენდეს.