ხვალ, 23 სექტემბერს სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 58-ე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ბოლო ორი თვის განმავლობაში დაფიქსირებულ ინციდენტებს, წინა შეხვედრიდან მომდინარე საკითხებს, გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებს განიხილავენ. დღის წესრიგში ასევე, შესულია ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საკითხი.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ.