რუსეთი საერთაშორისო პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამის შესახებ რომის პაპმა კუბაში სტუმრობისას განაცხადა. პონტიფიკოსის თქმით, რუსეთის გარეშე მსოფლიოში მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია. ფრანცისკ პირველი ჰავანას უკვე მე-3 დღეა სტუმრობს. პონტიფიკოსმა კუბის დედაქალაქში მესა გამართა და რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტროც მოინახულა.