ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში არც პოლიტიკური და არც სამთავრობო კრიზისი არ არის. ეს განცხადება ე.წ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ედუარდ კოკოითმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ამავე დროს, ოსური მხარის ინფორმაციით, კოკოითმა მხარი დაუჭირა ე.წ. დეპუტატთა იმ ჯგუფს, რომლებმაც ე.წ. მთავრობისათვის უნდობლობის ვოტუმის საკითხი დააყენა.
"ზოგი მინისტრის უწიგნურობა და უმოქმედობა მთავრობის მუშაობას აფერხებს და ჩრდილს აყენებს მთავრობის თავმჯდომარეს", _ განაცხადა კოკოითმა.
მან დაადასტურა, რომ მხარს უჭერს ე.წ. მთავრობის თავმჯდომარეს ვადიმ ბროვცევს და მოუწოდა მას "დიდი სიხისტითა და პრინციპულობით მიუდგეს საკადრო საკითხებს".