ვლადიმერ პუტინი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს ე.წ. რესპუბლიკის დაარსების ოცდამეხუთე წლისთავს ულოცავს.
კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ სამხრეთ ოსეთს ეროვნული უსაფრთხოებისა და სოციალურ–ეკონომიკური საკითხების გადაჭრაში მომავალშიც დაეხმაროს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელშიც 800-ზე მეტმა რუსმა და ოსმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.
ცხინვალში იმყოფებიან არაღიარებული რესპუბლიკების - აფხაზეთის, ლუგანსკისა და დონეცკის დელეგაციები.
"1990 წლის 20 სექტემბერს რესპუბლიკის გამოცხადებამ სამხრეთ ოსეთს შესაძლებლობა მისცა თავი დაეცვა საქართველოს აგრესიისგან, მოეპოვებინა თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა", - განაცხადა მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა.