ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, ადგილობრივი მოქალაქეების გადაადგილების გამარტივების წინადადებაზე ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილე სხვა მხარეებისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.
გარდა ამისა, უტიაშვილის თქმით, საუბარი რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და რუსეთის მოქალაქეების მიერ ჩვენი ქვეყნის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებსაც შეეხო, რასთან დაკავშირებითაც მან შეხვედრის მონაწილეებს შესაბამისი ვიდეომასალა გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ეს იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის რიგით მეთექვსმეტე შეხვედრა.