ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობის ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
ამის შესახებ სააგენტო "რესი" ცხინვალის სეპარატისტული პარლამენტზე დაყრდნობით იუწყება.
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ბაზების მშენებლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება სეპარატისტულმა პარლამენტმა ერთხმად მიიღო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 8 აპრილს გაფორმდა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების მშენებლობას ითვალისწინებს.