"ბოროტმოქმედებმა ხანძრის სამხრეთ ოსეთის მიმართულებით გავრცელების მიზნით" ქართულ სოფელ ღოღეთთან გამხმარ ბალახს ცეცხლი წაუკიდეს” - იტყობინება Sputnik-ossetia ე.წ. ”ფე-ეს-ბეს” სასაზღვრო სამმართველოს განცხადებაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ე.წ. საზღვრის მიღმა დარჩენილ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვათეთრის სიახლოვეს გაჩნდა. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში აცხადებენ, რომ ანალოგიური შემთხვევა გასულ თვესაც მოხდა.