ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი რუსეთის ფედერაციის რეგიონული განვითარების მინისტრს ვიქტორ ბასარგინს შეხვდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობა.
"შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტის აგების დაწყებაზე როგორიცაა ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა. ამასთან ერთად მხარეებმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალ-ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ შეხვედრის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება "მომავალში ერთობლივი მუშაობის აღსადგენად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალ-ეკონომიკური განვითარებისათვის".