აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლობამ იტალიაში ვიზიტი გამართა და საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგა, - ინფორმაციას ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს და შესაბამის ფოტო მასალასაც ურთავს.
„Fieradel Levante-ში ყოველწლიურად 2000 იტალიური და უცხოური კომპანია იღებს მონაწილეობას და თავისი პროდუქციის ასორტიმენტს წარადგენს. საგამოფენო ცენტრში წარმოდგენლია ერების პავილიონიც, სადაც თითოეული დელეგაცია თავის ქვეყანას წარადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამ მოვლენას ეხმაურება აფხაზური მედიაც.
"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა აფხაზური სტენდის გახსნა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოფენაზე იტალიაში. ეს ძალიან მოსახერხებელი ფორმატია აფხაზეთისთვის, ვინაიდდან საშუალებას იძლევა ბევრ ადამიანს ვუამბოთ ჩვენი ქვეყნის შესახებ", - განუცხადა "სპუტნიკს" ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ.
მისივე თქმით, საქართველოს მცდელობის მიუხედავად, აფხაზეთის იზოლირება მოეხდინა, საგარეო უწყება ქვეყნის პოპულარიზაციას აგრძელებს.
"აფხაზეთის რესპუბლიკის სტენდი დიდი პოპულარობით სარგებლობს, ავლენენ ინტერესს და გვპირდებიან, რომ დასასვენებლად ჩამოვლენ", - დასძენს ტანიამ.