ოპეკის `კალათის~ ფასი გაიზარდა და 2008 წლის დასაწყისის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.
საქართველოს ნავთობპროდქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 3 მაისის მდგომარეობით ოპეკის `კალათის~ ფასი ბარელზე 0,23 აშშ დოლარით გაიზარდა და ბარელზე 84,36 აშშ დოლარი შეადგენდა. ეს 2008 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ოპეკის `კალათის" ფასის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს ბარელზე 140,73 აშშ დოლარი შეადგენს, რაც 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა.