მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გუშინდელი ვაჭრობის შედეგად გაიზარდა.
სააგენტო "პრესის ცნობით" ლონდონის ბირჟაზე Brent Crude მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 0.54 აშშ დოლარით მოიმატა და 87.44 აშშ დოლარზე დაფიქსირდა.
ნიუ-იორკის ბირჟაზე კი, Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0.04 აშშ დოლარIთ გაიზარდა და 86.19 აშშ დოლარზე დაფიქსირდა.