ტვირთების გადაზიდვა 2010 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11 პროცენტით გაიზარდა.
მთავრობის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტლაში ჯამური გადაზიდვის მაჩვენებელმა სულ 10.1 მლნ ტონა შეადგინა.
2009 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 9.1 მლნ ტონას, ხოლო 2008 წლის ანალოგიურ პერიოდში 10.3 მლნ ტონას შეადგენდა.
მიმდინარე წლის 1 კვარტალში პორტების მეშვეობით ტვირთების გადაზიდვა, წინა წლის მაჩვენებელს 22 პროცენტით აღემატება, ხოლო 2008 წლისას 23 პროცენტით. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში პორტებით სულ 5.5 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა.
კონტეინერების გადაზიდვების მიხედვით კი, წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელს 11 პროცენტით აღემატება.