ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტაშკენტში. აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 43-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ტაშკენტში მინისტრი ქართულ დელეგაციასთან ერთად მეორე დღეა იმყოფება.
პოლოლიკაშვილმა მმართველთა საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ჰარუჰიკო კუროდასთან და ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ხუან მირანდასთან. შეხვედრაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის შემდგომი ურთიერთობების მიმართულებები განიხილეს.
საქართველო აზიის განვითარების ბანკში 2007 წელს გაწევრიანდა. 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღნიშნული ბანკის მიერ საქართველოზე გაცემულმა სესხების მოცულობამ 363.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ტექნიკურმა დახმარებამ გრანტის სახით, 2.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ამ ეტაპზე, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ორი პროექტი ხორციელდება - მუნიციპალური მომსახურების განვითარების პროექტი 70 მლნ აშშ დოლარის ღირებულების და სუბრეგიონალური სატრანსპორტო კორიდორის განვითარების პროგრამა - 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების.
ასევე, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, აზიის განვითარების ბანკმა პირველი კერძო სესხი 25 მლნ აშშ დოლარის ოდენობით ~საქართველოს ბანკზე~ გასცა. სესხის მიზანი საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაზრდა იყო. 2010 წელს მსგავსი ტიპის სესხი, 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით განსაზღვრულია ბანკი `რესპუბლიკისთვისაც~.