საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლების წითელუბნისა და ხურვალეთის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებასა და კომპენსაციას ითხოვს.
ადგილობრივების განმარტებით, მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო-საძოვრებია, რომელიც საოკუპაციო ზოლს მიღმა მოჰყვა,
მათივე ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დარჩენილი მოსავლის ასაღებად, საოკუპაციო ზოლს მიღმა, ერთჯერადად გადასვლის უფლება მისცეს, თუმცა გააფრთხილეს, რომ სხვა დროს ხაზი აღარ უნდა გადაკვეთონ.