დღეს, 4 მაისს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს პერ ეკლუნდს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ სტატისტიკის სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანია "საქსტატის~ განვითარებისა და მისი მუშაობის დასავლურ სტანდარტებზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, "საქსტატსა" და ევროკავშირს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის შესაძლებლობებზე მსჯელობა.
ჭელიძე ეკლუნდს "საქსტატის~ განვითარების სამომავლო ხედვასა და სტრატეგიას გააცნობს.