სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა პირველი მოსმენით ე.წ. "სახელმწიფო საზღვრის შესახებ" კანონი მიიღო. "რესპუბლიკა აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარი მის გაფორმებამდე საერთაშორისო- სამართლებრივი თვალსაზრისით, განისაზღვრება: რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ _ აფხაზეთის არ-ს საზღვართან, ყოველივე ყოფილი სსრკ-ს საკანონმდებლო აქტებითაა გამყარებული", _ ნათქვამია კანონში.
აფხაზეთსა და საქართველოს _ ახალგაზრდა კავკასიური რესპუბლიკის ყოფილი მეტროპოლიას შორის საზღვარი კი, დღეს მიღებული კანონის მიხედვით, გადის "აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის აღწერის გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით საქართველოს რესპუბლიკასთან, ზღვაზე _ აფხაზეთის რესპუბლიკის შიდა ტერიტორიული საზღვრის მიხედვით".