სეპარატისტული აფხაზეთის მეცნიერთა ჯგუფი ოჩამჩირის რაიონისთვის სახელის გადარქმევისა და მისთვის აბჟუის რაიონის დარქმევის ინიციატივით გამოდის. ეს განცხადება აფხაზური მხარის ინფორმაციით, მათ გააკეთეს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე, სახელწოდებით "როგორ შევინარჩუნოთ აბჟუური აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა".
აფხაზი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სახელწოდება ოჩამჩირის რაიონი XX-ს ის 30-იან წლებში გაჩნდა და ეს არის "ატრიბუტი აფხაზური რაიონის პოლიტიკური რეპრესიისა და გენოციდისა".