სასაწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ცხინვალი ადმინისტრაციულ საზღვრებს ორი დღით ისევ კეტავს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, 31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელი პუნქტები მიმომსვლელთათვის დაიკეტება.
დე ფაქტო რეჟიმი აცხადებს, რომ აღნიშნული შეზღუდვა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას უკავშირება.
„ეს ზომები სამხრეთ ოსეთში ახალი სასხავლო წლისა და ცოდნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკაავშირეით უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გამო მიიღება“, - ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.
მოქალაქეებისთვის ე.წ. საზღვარზე მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში 2 სექტემბრიდან აღდგება.
შეგახსენებთ, დე ფაქტო რეჟიმმა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელები ე.წ. დამოუკიდებლობის დღის გამო, 25 და 26 აგვისტოსაც ჩაკეტა.